პრეზიდენტი – სააკაშვილის შეწყალებაზე: თუ ევროპასთან სიახლოვე ჩემს შეწყალებებზეა დამოკიდებული, უკვე შესული უნდა ვიყოთ და იქითკენ გასული

ევროპასთან სიახლოვე თუ დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული და იქითკენ გასული უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა კითხვას, თუ აპირებს თავის ხელთ არსებული ბერკეტის გამოყენებას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

„ჩვენი სიახლოვე ევროპასთან თუ დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული უნდა ვიყოთ და იქითკენ გასული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები