„მე ვარ პრეზიდენტი, მაგრამ ამასთანავე ვარ მამა“ – ბაიდენი შვილის წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენზე
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თავისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.
როგორც თეთრი სახლის ლიდერი აღნიშნავს, გააგრძელებს სასამართლო პროცესის პატივისცემას.
„როგორც გასულ კვირას ვთქვი, მე ვარ პრეზიდენტი, მაგრამ ამასთანავე ვარ მამა. მე და ჯილს გვიყვარს ჩვენი შვილი და ჩვენ ვამაყობთ იმ ადამიანით, რომელიც ის დღეს არის. ბევრ ოჯახს, რომელთა საყვარელი ადამიანები ებრძოდნენ დამოკიდებულებას, ესმით სიამაყის გრძნობა, როდესაც ხედავთ, რომ საყვარელი ადამიანი გამოდის ამ სიტუაციიდან. როგორც გასულ კვირას ვთქვი, მე მივიღებ ამ საქმის შედეგს და გავაგრძელებ სასამართლო პროცესის პატივისცემას მაშინ, როდესაც ჰანტერი განიხილავს საჩივარს. მე და ჯილი მუდამ ვიქნებით ჰანტერისა და ჩვენი ოჯახის დანარჩენი წევრების გვერდით ჩვენი სიყვარულითა და მხარდაჭერით. ამას არასოდეს არაფერი შეცვლის“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში შვილს არ შეიწყალებდა.
ცნობისთვის, ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, ჰანტერ ბაიდენი სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.