დანიაში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც უცხოური დაზვერვის ოპერაციების ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი

დანიაში უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პირი, რომელიც დანიაში ცხოვრობდა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის დარღვევაშია ეჭვმიტანილი, რომელიც გავლენის ოპერაციებს უკავშირდება.

„მას ბრალად დანიის სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის დარღვევა ედება, რომელიც უცხოური დაზვერვის სამსახურისთვის დანიაში მოქმედების შესაძლებლობის აღმოჩენას ეხება, კერძოდ, თანამშრომლობას გავლენის მოხდენის მიზნით“, – ნათქვამია დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილის დაკავებას ევროპარლამენტის არჩევნებთან კავშირი არ აქვს.

დაკავებულს, სავარაუდოდ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები