კაია კალასი: უკრაინის რეკონსტრუქციის დაწყება ომის პირობებშიც არის შესაძლებელი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით, უკრაინის რეკონსტრუქციის დაწყება ომის პირობებშიც არის შესაძლებელი, – ამის შესახებ მან ბერლინში სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.
კაია კალასის თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა ესტონეთის პარლამენტის მაგალითს უნდა მიბაძონ, რომელმაც კანონი მიიღო და რუსული აქტივების უკრაინის საჭიროებებისთვის მოხმარების შესაძლებლობას იძლევა.
„უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა მივცეთ, რომ თავის დაცვა შეძლონ. ასევე, ომის პირობებშიც უკვე შესაძლებელია რეკონსტრუქციის დაწყება. ესტონეთი უკრაინას რეკონსტრუქციაში უკვე ეხმარება. მათ რთული მისია აქვთ, მაგრამ უნდა გააგრძელონ მუშაობა იმ პირობებში, როდესაც ომი აქვთ.
ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი გადაიხდის საფასურს იმისთვის, რასაც უკრაინაში აკეთებს, რადგან ეს მხოლოდ ჩვენი გადამხდელების ფულიდან ვერ მოხერხდება. სწორედ ამიტომ, ესტონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რაც საშუალებას იძლევა, რუსული გაყინული აქტივები უკრაინას მოხმარდეს და ვფიქრობ, სხვა ქვეყნებიც ანალოგიურად უნდა მოიქცნენ“, – აღნიშნა კაია კალასმა.