“რაც ევროპელმა ხალხებმა მიიღეს, არის გამოძახილი იმ ზოგადი ტენდენციების, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს” – მათიკაშვილი
“რაც ევროპელმა ხალხებმა მიიღეს, არის ერთგვარი გამოძახილი იმ ზოგადი ტენდენციების, რაც ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარეობს”, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, ეს გულისხმობს ულტრალიბერალური, ფსევდოლიბერალური ღირებულებების გადაფასებას და კონსერვატიული, ეროვნული ღირებულებებისადმი მსოფლიო ელექტორალურ გადახრას.
“ეს არის იმ ევროპული და მსოფლიოს მომავალი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და გვინდა, იყოს ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.