მალავის ვიცე-პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

მალავის ვიცე-პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია მალავის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლაზარუს ჩაკვერას ცნობით, ერთდღიანი ძებნის შემდეგ, სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელშიც მალავის ვიცე-პრეზიდენტი, საულოს ჩილიმა და კიდევ ცხრა პირი იმყოფებოდა, ქვეყნის ჩრდილოეთით, მთიან მხარეში აღმოაჩინეს.

მისი თქმით, ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

ინფორმაციისთვის, მალავის მთავრობამ ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები