“ეს არის რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი საქმე, რომ ყველაფერზე თქვან ცუდი” – პაატა კვიჟინაძე
“ეს არის რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი საქმე, რომ ყველაფერზე თქვან ცუდი”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ახლა კიდევ რაღაც იპოვეს – პენსია ბევრს ეხება, გავავრცელოთ ჭორი, რომ ხალხი ავაღელვოთო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – კანონში დაზღვევა რაც იყო საპენსიო თემების, ყველაფერი დარჩენილი და კიდევ უფრო გამკაცრებულია. ერთადერთი, იყო ორი საბჭო, რომელიც ერთმანეთს ხელს უშლიდა და ევროკავშირმაც გვთხოვა, მსოფლიო ბანკს პირდაპირ აქვს მოწერილი, რომ ჯობს, იყოს ერთი. როგორ უნდა იქნეს არჩეული ეს სისტემა, რჩევა იგივეა. სხვა არ ვიცი, როგორ უნდა ვთქვათ”, – აღნიშნა კვიჟინაძემ.