რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნის მეორე ეტაპი დაიწყო
რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნის მეორე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, წვრთნის მეორე ეტაპზე რუსი და ბელარუსი სამხედროები არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის ერთობლივი მომზადების საკითხებს დაამუშავებენ.
აღსანიშნავია, რომ წვრთნის პირველი ეტაპი 21 მაისს დაიწყო. მანევრების დროს გამოიყენეს „ისკანდერის“ კომპლექსი და „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტები.
ინფორმაციისთვის, წვრთნების ჩატარების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ექვსს მაისს გამოაცხადა. სამინისტროში მაშინ განაცხადეს, რომ აღნიშნული სწავლების ჩატარების განკარგულება ვლადიმირ პუტინმა გასცა, რუსეთის მისამართით ცალკეული დასავლელი ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებებისა და მუქარების საპასუხოდ.