“უნივერსალური ღირებულებების დაცვა არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი” – თალაკვაძე

“ეს არის კიდევ ერთი უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან, როდესაც საზოგადოებისთვის ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საპარლამენტო ოპოზიციას არ აქვს საკუთარი აზრი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა.

“ცხადია, ეს ისეთი საკითხია, სადაც პოზიცია მკაფიოდ უნდა იყოს დაფიქსირებული – ან ეთანხმებიან, ან არ ეთანხმებიან. შუაში გასაჩერებელი ადგილი ამ საკითხთან დაკავშირებით არ და ვერ ექნება და საზოგადოება ამ ყველაფერს დაინახავს.

უნივერსალური ღირებულებები დაცვა არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედი”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები