იენს სტოლტენბერგი უნგრეთს ეწვევა
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უნგრეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნატოს პრესსპიკერი ფარა დახლალა ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, 12 ივნისს, იენს სტოლტენბერგი ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდება.
ნატოს გენერალური მდივანი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.