ლაშა ხუციშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საქართველოში ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დენისა საკოვა, ფინანსთა მინისტრი ლადისლავ კამენიცკი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პიტერ კაჟიმირი, „ექსიმ ბანკის“ გენერალურ დირექტორი რასტისცლავ პოდჰორეცი, სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მატუშ ბუშოვსკი, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ლაშა ხუციშვილმა სლოვაკეთის დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხდა სლოვაკეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. მან დელეგაციის წევრებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები.

თავის მხრივ სტუმრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პარტნიორობის დიდ პოტენციალს და გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ ძალისხმევა ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები