ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა. ის კანცლერ ოლაფ შოლცთან მოლაპარაკებებს გამართავს და უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„რუსული საჰაერო ტერორის პირობებში უკრაინის ენერგეტიკის სექტორისთვის გადაუდებელი გადაწყვეტილებების შესახებ მსჯელობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლაფ შოლცი უკრაინის მხარდაჭერის, საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარებისა და იარაღის ერთობლივი წარმოების შესახებ ისაუბრებენ.

აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტსა და ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები