ენტონი ბლინკენი ისრაელში ვიზიტით ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ვიზიტით ჩავიდა.
ვიზიტის მიზანია, რომ „ჰამასი“ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების წინადადებას, რამაც შეიძლება ომის დასრულება გამოიწვიოს.
ამერიკელი დიპლომატი თელ-ავივში, კაიროში გამართული შეხვედრების შემდეგ ჩავიდა. ის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს შეხვდება.
ამასთან, ბლინკენი სავარაუდოდ, შეხვედრას გამართავს ბენი განცთან, რომელმაც გასულ კვირას ისრაელის ომის კაბინეტი დატოვა.