ბლინკენი: „ჰამასის“ მიერ აყვანილი ამერიკელი მძევლების დასაბრუნებლად საუკეთესო გზა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ „ჰამასის“ მიერ აყვანილი ამერიკელი მძევლების სახლში დაბრუნების საუკეთესო გზა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაა, რომელიც ამჟამად მოლაპარაკებების მაგიდაზეა.
კაიროს დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე ჟურნალისტებთან საუბრისას ბლინკენმა თქვა, რომ აშშ ფოკუსირებულია „ჰამასზე“ ზეწოლაზე მძევლების გათავისუფლების შესახებ გარიგებასთან დაკავშირებით.
„ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტი, როგორც სახელმწიფო მდივნის, არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამერიკელების კეთილდღეობა, რომლების საფრთხის ქვეშ არიან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მათ შორის მათი, ვინც უსამართლოდ არიან დაკავებულები ან მძევლად აყვანილი.
„საუკეთესო გზა, ყველაზე ეფექტური გზა, რომ ყველა სახლში დაბრუნდეს, მათ შორის ამერიკელი მძევლები, არის ეს წინადადება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ახლა მაგიდაზეა. ვნახოთ, მივიღებთ თუ არა პასუხს „ჰამასისგან““, – აღნიშნა ბლინკენმა.