ევროპარლამენტში 24 წლის იუთუბერი მოხვდა, რომელიც კვიპროსელმა ამომრჩევლებმა აირჩიეს
ევროპარლამენტში 24 წლის იუთუბერი მოხვდა. კვიპროსში ამომრჩევლებმა იუთუბვარსკვლავი ფიდიას პანაიაიოტოუ დამოუკიდებელ დეპუტატად აირჩიეს.
თავისი ხუმრობებითა და კომედიური ვიდეორგოლებით ცნობილ ფიდიასს იუთუბზე 2,6 მილიონი გამომწერი ჰყავს.
მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება და საკუთარ თავს „პროფესიონალს უწოდებს შეცდომების დაშვებაში“, მისმა კამპანიამ ახალგაზრდა ამომრჩევლების დიდი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა.