დღეს არჩევნების „სუპერ კვირაა“, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკას მომდევნო 5 წლის მანძილზე განსაზღვრავს

ევროკავშირში 9 ივნისი – ევროპული პარლამენტის არჩევნების „სუპერ კვირაა“, როდესაც მილიონობით ამომრჩეველი განსაზღვრავს, ვინ იქნება ევროკავშირის პოლიტიკის სათავეში მომდევნო 5 წლის მანძილზე.

კვირა დღის არჩევნები ყველაზე მთავარი და ბოლო დღეა ოთხდღიან საარჩევნო ციკლში, რომელიც ხუთშაბათს დაიწყო. არჩევნები განსაზღვრავს ევროკავშირის შემადგენლობას პარლამენტში და ირიბად ევროკავშირის სააღმსრულებლო ორგანოს – ევროპული კომისიის შემადგენლობას.

ხმის მიცემა ევროკავშირის 21 წევრ ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში, რომლებიც ევროპარლამენტში დეპუტატთა ყველაზე დიდ რაოდენობას გაგზავნიან: 81 და 96 დეპუტატი.

ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ ეგზიტპოლების შედეგებს მთელი ევროკავშირიდან დაახლოებით 20:30 საათზე გამოაქვეყნებს, ხოლო პირველ წინასწარ შედეგს უკვე შუა ღამისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები