მიხეილ დუნდუა – „ატლანტიკური საბჭოს“ რეიტინგზე: საინტერესო დასკვნა აქვთ კვლევის ავტორებს, რომ მსოფლიოში თავისუფლება მეთოდურად ნელა უმჯობესდება, მაგრამ ორი სახელმწიფო გამოირჩევა ნახტომისებური პროგრესით: საქართველო და ხორვატია

“საქართველო ანგარიშში არაერთხელაა ნახსენები და ასეთი საინტერესო დასკვნა აქვს კვლევის ავტორებს, რომ მთელ მსოფლიოში თავისუფლება თანდათანობით, მეთოდურად და ნელა უმჯობესდება, მაგრამ ორი ქვეყანაა გამორჩეული ნახტომისებური პროგრესით – საქართველო და ხორვატია”, – ამის შესახებ „ ქრონიკაში“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „ატლანტიკური საბჭოს“ რეიტინგზე საუბრისას განაცხადა.

„2012 წლიდან, 10 წლის განმავლობაში საქართველომ რეიტინგში 23-საფეხურიანი პროგრესი განიცადა და ამ გაუმჯობესებისა და ადგილების მიხედვით არის მსოფლიოში მე-7, ევრაზიაში მე-2 და ევროპაში პირველ ადგილზე. ყველა ფაქტორით, ყველა მაჩვენებლით, ყველა კომენტარით საქართველო არის გამორჩეული როგორც რეფორმატორი, როგორც თავისუფლების გამაუმჯობესებელი ქვეყანა“, – განაცხადა დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები