Apollo 8-ის ასტრონავტი უილიამ ანდერსი, რომელმაც „დედამიწის ამოსვლა“ გადაიღო, ავიაკატასტროფაში დაიღუპა
პენსიაზე მყოფი ასტრონავტი, Apollo 8-ის წევრი უილიამ ანდერსი – ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეს გარშემო შემოუფრინა და 1968 წელს, NASA-ს მისიის დროს გადაიღო ფოტო „დედამიწის ამოსვლა“, გასულ პარასკევს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ის 90 წლის იყო.
როგორც ცნობილია, ანდერსი მცირე ზომის თვითმფრინავს მარტო მართავდა, როდესაც ის ჯონსის კუნძულის სანაპიროსთან, სან-ხუანის კუნძულების არქიპელაგის ნაწილში, სიეტლის ჩრდილოეთით ჩამოვარდა.