ევროპარლამენტის არჩევნებისთვის კენჭისყრა ლატვიაში, სლოვაკეთსა და მალტაზე დაიწყო
ევროკავშირის კიდევ სამი ქვეყანა: ლატვია, მალტა და სლოვაკეთი დღეს ევროპარლამენტის წევრებს ირჩევს.
ლატვიაში ხმის მიცემა 8.00-დან 20.00 საათამდე ტარდება. ქვეყანას ბრიუსელში 9 დეპუტატის გაგზავნა მოუწევს. ევროპარლამენტში ადგილისთვის კი 16 პარტია და პოლიტიკური გაერთიანება იბრძვის, სულ 271 კანდიდატი.
ლატვიის, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც შედიან ამომრჩეველთა ადგილობრივ რეესტრში, ევროპარლამენტის არჩევნებში წინასწარ შეეძლოთ ხმის მიცემა: გასულ ორშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს. ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვადაზე ადრე არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებით 128 938-მა ამომრჩეველმა, ანუ ამომრჩეველთა 8,37%-მა ისარგებლა.
დღეს არჩევნებზე ასევე მიდიან მალტის ამომრჩევლები, რათა აირჩიონ ევროპარლამენტის ექვსი წევრი და ასობით ადგილობრივი მრჩეველი.
საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა და 10 საათზე დაიხურება. ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს ხმის მიცემის უფლების დამადასტურებელი საბუთი, რათა კენჭისყრაზე დაუშვან.
შაბათს სლოვაკეთშიც ირჩევენ ევროპარლამენტის დეპუტატებს. საარჩევნო უბნები ქვეყანაში დილის 7:00 საათზე გაიხსნა. კანდიდატების შერჩევა კი 22:00 საათამდე შეეძლებათ. ევროპის არჩევნებში 22 პარტია და ერთი კოალიცია მონაწილეობს.
სლოვაკები ირჩევენ ევროპარლამენტის 15 წევრს და არჩევნები ტარდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, რობერტ ფიცოს, მკვლელობის მცდელობიდან სამი კვირის შემდეგ.