24 ივლისს ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს

24 ივლისს ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

„მე აღფრთოვანებული ვარ, რომ მაქვს პრივილეგია, წარმოვადგინო ისრაელი კონგრესის ორივე პალატის წინაშე და ვუთხრა სიმართლე ამერიკელ ხალხს, მთელი მსოფლიოს წარმომადგენლებს ჩვენი სამართლიანი ომის შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს განადგურებას ცდილობს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა და სენატის უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა ერთობლივ განცხადებაში დაადასტურეს, რომ ნეთანიაჰუ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივ სესიაზე ისაუბრებს.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ნეთანიაჰუ აშშ-ს პრეზიდენტს ვიზიტის დროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები