სოზარ სუბარი: შაჰ-აბასმა რაც გააკეთა, როცა გიორგი სააკაძეს პაატას თავი გამოუგზავნა, ახლა ყოფილი დიპლომატი, ქალბატონი ნატალია საბანაძე იგივეს ითხოვს ბავშვებთან მიმართებაში
„ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ამერიკის შეერთებულ შტატებში „მეგობრობის აქტის” განხილვის საკითხზე ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და კონგრესის სხდომას სამარცხვინო უწოდა. როგორც სუბარმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების დასანქცირების მოთხოვნა ყოფილი დიპლომატის ნატალია საბანაძის მხრიდან კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც ის, რომ ამ მოთხოვნას კმაყოფილებით ისმენდნენ დამსწრე კონგრესმენები.