იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინს სურს, გავლენა მოახდინოს ევროპულ არჩევნებზე, რაც ჰიბრიდული ომის ნაწილია
რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი ცდილობს გავლენა მოახდინოს ევროპულ არჩევნებზე, რაც „ჰიბრიდული ომის“ ნაწილია, რომელსაც მოსკოვი უკრაინაში შეჭრის შემდეგ აწარმოებს, – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანმა განაცხადა.
„პუტინი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს და ცდილობს გავლენა მოახდინოს ევროპულ არჩევნებზე, ცდილობს დასავლეთის გაყოფას. მაგრამ ჩვენ ყველანი ერთიანი ვართ უკრაინის დასაცავად“, – აღნიშნა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.