“აშშ-სთან ჩვენს ურთიერთობას სჭირდება გადატვირთვა, რაც გაუსვამს ხაზს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობას” – ალუდა ღუდუშაური

“როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, ჩვენს ურთიერთობას სჭირდება გადატვირთვა, რაც კიდევ და კიდევ გაუსვამს ხაზს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობას, კიდევ უფრო გააღრმავებს და რეალურად გააჯანსაღებს იმ ურთიერთობას, რომელიც უნდა იყოს ჩვენსა და აშშ-ს შორის”, – ამის შესახებ ალუდა ღუდუშაურმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

მმართველი გუნდის წევრის თქმით, ეს ორი ქვეყანა უნდა საუბრობდეს რეალური პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც არის დეკლარირებული.

“ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა გვაქვს დიდი ამბიცია, რომ ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ მსოფლიოში”, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები