რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ჩვენი საზოგადოება ასეთ უპასუხისმგებლო ადამიანებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ისეთ ვერდიქტს გამოუტანს, რომელიც გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება

,,ოპოზიციის უბედურება არის ის, რომ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. როგორც ჩანს დაიგვიანა დავალებებისა და დირექტივების მიცემამ, ამიტომ არიან დაბნეულები და არ იციან, ერთიან სიებზე ილაპარაკონ თუ საერთოდ რაზე ილაპარაკონ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ოპოზიციას ვერდიქტს არჩევნებზე გამოუტანს.

„როგორი დავალებებიც არ უნდა მიიღონ და როგორც არ უნდა მოხდეს როლების გადანაწილება მათთვის, ცხადია ისინი უნიჭო არტისტებად დარჩებიან, რადგან უნიჭო ოპოზიციონერები არიან. ჩვენი საზოგადოება ასეთ უპასუხისმგებლო ადამიანებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ისეთ ვერდიქტს გამოუტანს, რომელიც გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები