ირაკლი ზარქუა: რადიკალებს ქართველი ხალხის არ ესმით

,,რადიკალებს ქართველი ხალხის არ ესმით. ქართველი ხალხის ნება-სურვილია, რომ საქართველოში ნაკლები ლგბტ პროპაგანდა იყოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„განა არ იციან, რომ ქართველი ხალხის დაკვეთა ეს არის, რომ პროპაგანდა არ უნდა იყოს. ამაშიც კი გვერდზე გადგნენ. ამაშიც კი განსხვავებულები არიან, რადგან დაკვეთას ელოდებიან – უცხო ქვეყნიდან, სხვა პატრონისგან. ქართველი ხალხი არ არის მათი ხელმძღვანელი, ამ რადიკალებს ქართველი ხალხის არ ესმით. ქართველი ხალხის ნება-სურვილია, რომ აქ ნაკლები ლგბტ პროპაგანდა იყოს, მეტი იყოს ქართული, მართლმადიდებლური, ოჯახის სიწმინდის, ოჯახის ღირებულებების პროპაგანდა. ეს არის ჩვენი ქართველობა და ამას ბოლომდე დავიცავთ“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები