ისრაელის ავიაიერიშს ღაზის სექტორში მდებარე გაერო-ს სკოლაში 45 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის ავიაიერიშს ღაზის სექტორში მდებარე გაეროს სკოლაში 45 ადამიანი ემსხვერპლა.
გაეროს პალესტინელების სააგენტოს საკუთრებაში არსებულ სკოლაში დევნილები თავს აფარებდნენ.
ისრაელი ადასტურებს სკოლის ტერიტორიაზე თავდასხმას და ამტკიცებს, რომ სამიზნე „ჰამასის“ ჯგუფი იყო, რომელიც სკოლის შიგნით მოქმედებდა.
გავრცელებული ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავმა ლტოლვილთა ბანაკში ნუსეირატის სკოლის ზედა სართულზე მდებარე საკლასო ოთახებს ორი რაკეტა ესროლა.
ისრაელში ამტკიცებენ, რომ შენობა გამოიყენებოდა „ჰამასის“ ელიტური „ნუხბას“ ძალების წევრების მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ ისრაელში შვიდი ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში.