ედიშერ გვენეტაძე- საქართველო რომ შემდგარი სახელმწიფოა ამას ადასტურებს ქვეყნის სამართალდამცავების გამართული მუშაობა, 2012 წლიდან მოყოლებული სამართალდამცავი ორგანოების თვისობრივი ცვლილებების შედეგად სახეზე გვაქვს უმნიშვნელოვანესი წარმატებები

„სუსის კიდევ ერთი წარმატებული ოპერაციის შესახებ ემცნო დღეს საზოგადოებას! სახელდობრ, სუსის თანამშრომელთა საზრიანი, გონივრული და პატრიოტული ქმედებების შედეგად დაპატიმრებულია ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქეები!“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ.

„საქართველო რომ შემდგარი სახელმწიფოა ამას ადასტურებს ქვეყნის სამართალდამცავების გამართული მუშაობა!
2012 წლიდან მოყოლებული სამართალდამცავი ორგანოების მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალური და თვისობრივი ცვლილებების შედეგად სახეზე გვაქვს უმნიშვნელოვანესი წარმატებები!
გამოვლენილი და გაუვნებელყოფილია არაერთი ტერორისტული დაჯგუფება, რომელთა ქმედებები ემუქრებოდა მოქალაქეებს და ძირს უთხრიდა სახელმწიფო ინტერესებს!
საქართველოს სუსის კიდევ ერთი წარმატებული ოპერაციის შესახებ ემცნო დღეს საზოგადოებას!
სახელდობრ, სუსის თანამშრომელთა საზრიანი, გონივრული და პატრიოტული ქმედებების შედეგად დაპატიმრებულია ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქეები!
წინსვლა-წარმატებები და კიდევ უფრო მეტი გაძლიერება ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ ღირსეულ ქართველ სამართალდამცავებს!“-წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები