რობერტ ფიცო აცხადებს, რომ თავდამსხმელს სასამართლოში არ უჩივლებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ თავდამსხმელის მიმართ სიძულვილს არ განიცდის და არ აპირებს სასამართლოში ჩივილს, – ამის შესახებ მან თავის გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მე მას ვპატიობ, საკუთარ თავში გაერკვიოს, რა გააკეთა და რატომ”, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.

ფიცოს თქმით, თავდამსხმელი სლოვაკეთის ოპოზიციონერი აქტივისტია.

მისივე თქმით, ის მუშაობის გაგრძელებას მალე შეძლებს.

„ყველაფერი გეგმის მიხედვით თუ წავა, ეტაპობრივად, მე შევძლებ დავუბრუნდე სამსახურს ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში”, – ამბობს ფიცო.

ინფორმაციისთვის, 15 მაისს ქალაქ ჰანდლოვაში რობერტ ფიცოს თავს დაესხნენ – სლოვაკეთის პრემიერს ოთხჯერ ესროლეს. თავდამსხმელი, 71 წლის იურაი ცინტულა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები