ევროკომისიამ იტალიაში განახლებადი რესურსების სუბსიდირებისთვის $38 მილიარდის გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა იტალიის სახელმწიფოს დაფინანსების სქემას, რომლის ფარგლებშიც ის მომდევნო 20 წლის განმავლობაში განახლებადი რესურსებიდან ელექტროწარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის $38 მილიარდს გამოყოფს – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი განცხადებით, აღნიშნული სქემა სქემა მომხმარებელთა მიერ ელექტროენერგიის გადასახადებიდან დაფინანსდება და იტალიის ნახშირბადის ემისიების შემცირებას შეუწყობს ხელს.

სუბსიდიები, რომლებიც 2028 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ელექტროსადგურების აშენებას მოხმარდება.

ამასთან, პროექტები, რომელთა დაფინანსებაც აღნიშნული თანხით მოხდება, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული სატენდერო პროცესით აირჩევიან, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები განცხადებებს წამახალისებელი ტარიფის ოდენობაზე შეიტანენ: გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც ინდივიდუალურ პროექტს შეთავაზებულ ტარიფს მოარგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები