სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ წარმოუდგენლად შეშფოთებულია ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ესკალაციის რისკის გამო
შეერთებული შტატები კვლავ წარმოუდგენლად შეშფოთებულია ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ესკალაციის რისკის გამო, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ეს არის ის, რის გამოც ჩვენ შეშფოთებულნი ვართ 7 ოქტომბრის პერიოდის შემდეგ და ჩართულნი ვართ ინტენსიურ დიპლომატიურ საუბრებში, ინტენსიურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, რათა კონფლიქტი უკონტროლო არ გახდეს“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში ლიბანმა ისრაელის ჩრდილოეთ რეგიონზე ტრანსსასაზღვრო თავდასხმები განახორციელა. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მზად იყო ჩრდილოეთში ირანის მიერ მხარდაჭერილი ისლამისტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შესაჩერებლად ფართომასშტაბიანი შეტევა განეხორციელებინა.