იოავ გალანტი: „ჰამასთან“ ნებისმიერი მოლაპარაკება მხოლოდ ცეცხლის ქვეშ წარიმართება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზაში სამხედრო ოპერაცია არ შეჩერდება ცეცხლის შეწყვეტისა და „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების აღდგენის გამო.

„ჩვენ მუდმივი ჩართულობის პროცესში ვართ მტრის დასამარცხებლად. ნებისმიერი მოლაპარაკება ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასთან“ მხოლოდ ცეცხლის ქვეშ წარიმართება“, – თქვა გალანტმა ჩაწერილ ვიდეო განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელის საჰაერო ძალების F-15 გამანადგურებელმა ფრენა განახორციელა ღაზისა და ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ლიბანთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები