ჯეიკ სალივანი: უკრაინა უახლოეს კვირებში სამხედრო დახმარების დამატებით პაკეტებს მიიღებს

White House National Security Advisor Jake Sullivan speaks to reporters Monday, Aug. 23, 2021, in the James S. Brady Press Briefing Room at the White House. (Official White House Photo by Erin Scott)

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში უკრაინა სამხედრო დახმარების დამატებით პაკეტებს მიიღებს, რათა ბრძოლის ველზე მათი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაძლიერდეს.

„უახლოეს კვირებში შეგიძლიათ ელოდოთ განცხადებებს უკრაინაში მნიშვნელოვანი შესაძლებლობების შემდგომი მიწოდების შესახებ“, – აღნიშნა სალივანმა.

მისი თქმით, შეიარაღების ბოლო პაკეტებმა უკრაინის ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია და უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები გააუმჯობესა.

ამასთან, სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა უფრო მეტი, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემები, საარტილერიო ჭურვები და სხვა ტიპის იარაღი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები