დმიტრო კულებამ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან სამშვიდობო სამიტის საკითხი განიხილა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგნაციო კასიმ სატელეფონო საუბრისას სამშვიდობო სამიტი განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
დმიტრო კულებას განცხადებით, შვეიცარიელ კოლეგასთან, იგნაციო კასისთან საუბრისას უკრაინის აღდგენის კონფერენციის საკითხიც განიხილა, რომელიც ბერლინში გაიმართება.
„შვეიცარიის როლი მნიშვნელოვანია აღდგენის ძალისხმევაში და მოხარული ვარ იმის მოსმენით, რომ შვეიცარია ამ საკითხში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას გააგრძელებს, მათ შორის, ბერლინში, უკრაინის აღდგენის შესახებ კონფერენციაზე“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში, 15-16 ივნისს გაიმართება.