ბაიდენი საფრანგეთსა და იტალიაში ზელენსკის შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმდინარე კვირაში საფრანგეთში, მომავალ კვირას კი იტალიაში შეხვდება, – ამის შესახებ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„ბაიდენს ექნება შესაძლებლობა, ნორმანდიაში შეხვდეს პრეზიდენტ ზელენსკის და მასთან უკრაინაში არსებული მდგომარეობა და ასევე ის საკითხი განიხილოს, როგორ გავაღრმაოთ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა.
რამდენიმე დღეში მას ასევე ექნება შესაძლებლობა, კვლავ შეხვდეს პრეზიდენტ ზელენსკის იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში“, – აღნიშნა სალივანმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთს ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად ეწვევიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები