ვლადიმერ პუტინმა საჯარო ღონისძიებებზე ჯავშანჟილეტის ტარება დაიწყო
სპეცსამსახურების რეკომენდაციით, ვლადიმერ პუტინმა საჯარო ღონისძიებებზე ჯავშანჟილეტის ტარება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კრემლთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემებს განუცხადა, რომ ღია სივრცეში რუსეთის პრეზიდენტი ჯავშანჟილეტს 2023 წლიდან ატარებს.
ჯეიდ მილერმა, ბრიტანელმა უსაფრთხოების კონსულტანტმა, „მოსქოუ თაიმსის“ მოთხოვნით, შეისწავლა პუტინის გამოსვლის ვიდეოკადრები 2024 წლის 9 მაისის აღლუმზე და მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთის პრეზიდენტს ნამდვილად ეცვა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი.