გაერთიანებულ სამეფოში, მიმოქცევაში მეფე ჩარლზის გამოსახულებით ახალი ბანკნოტები ჩაეშვა
გაერთიანებულ სამეფოში, მიმოქცევაში მეფე ჩარლზის გამოსახულებით ახალი ბანკნოტები ჩაეშვა, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კუპიურები 5, 10, 20 და 50 ფუნტი სტერლინგის ნომინალური ღირებულებისაა და ისინი ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ დედოფალ ელისაბედ მეორის დროინდელ ბანკტნოტებს.
ამასთან, რაც შეეხება მონეტებს, მეფის გამოსახულებით ისინი მიმოქცევაში 2022 წლის დეკემბრიდან არსებობს.