ლიბანში შეიარაღებულმა პირმა აშშ-ის საელჩოს ცეცხლი გაუხსნა

ლიბანში აშშ-ის საელჩოს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ლიბანის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბანის არმიის ცნობით, სამხედროებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც იგი დაშავდა.

თავდამსხმელი, სირიის მოქალაქე აღმოჩნდა, ის დააკავეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უსაფრთხოების სამსახურის წყარომ მედიას განუცხადა, რომ ინციდენტის შედეგად, საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები