მექსიკაში ქალაქ კოტიხას მერი მოკლეს
მექსიკაში ქალაქ კოტიხას მერი იოლანდა სანჩესი მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მას 19-ჯერ ესროლეს.
იოლანდა სანჩესი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ამასთან, დაღუპულია ასევე მისი პირადი მცველი. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი ორგანიზებული დაჯგუფებაა.
ინფორმაციისთვის, იოლანდა სანჩესი ქალაქის მერი 2021 წელს გახდა. როგორც მედია წერს, ბოლო პერიოდში ის მისი მისამართით განხორციელებული მუქარების შესახებ იუწყებოდა.