ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ქვეყნის საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ინდოეთის საარჩევნო კომისიის თანახმად, „ეროვნულ დემოკრატიულ ალიანსს“ ამომრჩევლების ხმათა 38%-ით 543-ადგილიან პარლამენტში 280 მანდატი აქვს. 73 წლის ნარენდრა მოდი ქვეყანას მესამე ვადით უხელმძღვანელებს.

გარდა ამისა, 400 ადგილის მოპოვების თაობაზე „ეროვნულ დემოკრატიული ალიანსის“ ლიდერის მოლოდინები არ გამართლდა.

„დღეს დიდებული დღეა. „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი“ უკვე მესამედ აპირებს მთავრობის ფორმირებას, მადლობელი ვართ ხალხის. ეს არის მსოფლიოში უდიდესი დემოკრატიის გამარჯვება. ეს არის კონსტიტუციისადმი ქვეყნის ერთგულების გამარჯვება“, – განაცხადა ინდოეთის მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები