ბაიდენი: ნეთანიაჰუ მზად არის, მძევლების დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთოს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მზადაა თითქმის ყველაფერი გააკეთოს მძევლების დასაბრუნებლად.
ბაიდენის მტკიცებით, „ჰამასი“ პასუხისმგებელია შეთანხმების არარსებობაზე: „ჰამასს შეუძლია ეს დაასრულოს ხვალვე“.
ამასთან, თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, რომ ნეთანიაჰუ „უზარმაზარი ზეწოლის ქვეშაა“ მძევლებთან შეთანხმების უზრუნველსაყოფად: „ისრაელს სურს ცეცხლის შეწყვეტა, რათა მძევლები სახლში დაბრუნდნენ“.
როგორც მან აღნიშნა, ხალხს „ყველა მიზეზი“ აქვს, დაიჯეროს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ომს პოლიტიკური მიზეზით აჭიანურებს.