ისრაელის მთავრობის მონაცემების თანახმად, ღაზაში „ჰამასის“ მიერ გატაცებული 80-მდე მძევალი ცოცხალია.
მათივე ცნობით, „ჰამასის“ მებრძოლებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმისას დაახლოებით 250 ისრაელელი გაიტაცეს და 1 200-მდე ადამიანი მოკლეს.
დაჯგუფებამ მძევლები ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ბერკეტად გამოიყენა. 100-მდე ტყვე უკვე გათავისუფლებულია, დაახლოებით 70-დან 80-მდე კი დაღუპულია.