სტოლტენბერგმა ჩინეთის განცხადებას, რომ სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს, „სამწუხარო“ უწოდა

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი იმედგაცრუებულია იმით, რომ ჩინეთი არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის მშვიდობის სამიტში, რომელიც შვეიცარიაში გაიმართება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ჩინეთის განცხადებას, რომლის თანახმად, ქვეყანა კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს, „სამწუხარო“ უწოდა.

„მჯერა, რომ სამშვიდობო კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობისკენ მიმავალი გზის განსახილველად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე შეიძლება განიხილებოდეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უზრუნველყოფენ გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას უკრაინაში: „ეს არის ბირთვული უსაფრთხოება, უკრაინის აღდგენა და ისეთი საკითხები, როგორიცაა მარცვლეულის ექსპორტი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები