ჯო ბაიდენის ვაჟის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი დაიწყო.
რამდენიმე საათით ადრე, ჯო ბაიდენმა მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა.

„როგორც პრეზიდენტი, არ ვაკეთებ და არ გავაკეთებ კომენტარს განხილვაში არსებულ ფედერალურ საქმეებზე, მაგრამ როგორც მამას, უსაზღვროდ მიყვარს ჩემი შვილი, ნდობა და პატივისცემა მაქვს მისი ძალის მიმართ“, – თქვა მან.

ჰანტერ ბაიდენი ოჯახის წევრებთან ერთად, დღეს სასამართლო დარბაზში გამოცხადდა.
პროცესი 9 ივნისს დაიწყება.

ინფორმაციისთვის, ჰანტერ ბაიდენს 2018 წელს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის დროს, ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენისას, ნარკოდამოკიდებულების შესახებ ინფორმაციის დამალვაში ედება ბრალი. მას შესაძლოა, 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები