ბუნდესვერი Rheinmetall-ისგან კიდევ 200 000 საარტილერიო ჭურვის შეძენას გეგმავს
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო კონცერნ Rheinmetall-ისგან იმაზე მეტი საარტილერიო საბრძოლო მასალის შეძენას გეგმავს, ვიდრე ადრე იყო დაგეგმილი, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.
მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტისადმი მიწერილ წერილზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიდევ 200 000 155 მმ-იანი ჭურვის შესაძენად, უკვე დადებული 880 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტის გაფართოება იგეგმება.
ამასთან, Der Spiegel-ის ცნობით, საბრძოლო მასალა საჭიროა ბუნდესვერის არსენალის შესავსებად და უკრაინის დასახმარებლად.
ინფორმაციისთვის, ასეთი ჭურვები ძირითადად განკუთვნილია Panzerhaubitze 2000 ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარებისთვის.