აშშ ისრაელს მოუწოდებს, დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში კვლავ აგრძელებენ საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს. ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს მოუწოდებს, დასთანხმდეს ცეცხლი შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას.
შტატებში ვარაუდობენ, რომ ისრაელი დასთანხმდება ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას, რადგან ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ დადებითად აფასებს ახალ შეთავაზებას.
გავრცელებული ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა შეთანხმება განიხილა ისრაელის მინისტრებთან, მათ შორის ბენი განცთან.
ამასთან, განცმა მკაფიოდ განაცხადა, რომ პრიორიტეტი მძევლების გათავისუფლებაა. მანამდე მან პირობა დადო, რომ დატოვებს თანამდებობას, თუ ნეთანიაჰუ 8 ივნისამდე არ წარადგენს ომის შემდგომ გეგმას.