გერმანიაში უხვი ნალექის გამო ავსტრიის საზღვართან მდებარე შუა საუკუნეებში აგებული ციხესიმაგრე დაზიანდა
გერმანიაში უხვი ნალექის გამო ავსტრიის საზღვართან მდებარე შუა საუკუნეებში აგებული ციხესიმაგრე დაზიანდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მედიამ განაცხადა, გადაუღებელმა წვიმებმა მეწყერი გამოიწვია, რის გამოც ციხესიმაგრე ფალკენშტაინის კედლის ნაწილი ჩამოინგრა.
აღსანიშნავია, რომ მიმდებარე დასახლებიდან 50 მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლება და მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ წყალდიდობის პიკმა უკვე ჩაიარა, ნალექი დღეიდან შეწყდება, მდინარეებში წყლის დონემ უნდა დაიკლოს. მაშველები და მოხალისეები დაზარალებულ რეგიონში გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.
ინფორმაციისთვის, გერმანიის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობა გასულ კვირაში დაწყებულმა წვიმებმა გამოიწვია. ამ ეტაპზე ცნობილია ოთხი დაღუპულის შესახებ.