თურქეთში სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაიღუპა ორი ადამიანი
თურქეთში, კაისერში სამხედრო სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ჩვენი საჰაერო ძალების კუთვნილი SF-260D ტიპის სასწავლო თვითმფრინავი, რომელიც კაისერის მე-12 საჰაერო ტრანსპორტის მთავარი ბაზიდან აფრინდა, გაურკვეველი მიზეზით ჩამოვარდა, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფი ორივე პილოტი გარდაიცვალა.
ინფორმაციისთვის, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.