Politico: შარლ მიშელი ცდილობს, ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას ხელი შეუშალოს
შარლ მიშელი ცდილობს, ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას ხელი შეუშალოს, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
როგორც ევროკავშირის რვა დიპლომატმა, ოფიციალურმა პირმა და ეროვნული მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა POLITICO-ს განუცხადა, შიშობენ, რომ მიშელს სურს გაანეიტრალოს ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი მრავალწლიანი მეტოქეობის შემდეგ.
„ეს ყველას აგიჟებს, რადგან მისი თამაში ძალიან აშკარაა, ფონ დერ ლაიენის დაბრკოლება და საკუთარ მაღალ თანამდებობაზე ოცნება”, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ზოგიერთი ვარაუდობს, რომ მიშელი ისწრაფვის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსის პოსტზე, ჯოზეპ ბორელის შემცვლელად, რომელთანაც მას კარგი ურთიერთობა აქვს. მისი სტრატეგია იქნება სახელმწიფოს მეთაურების გამოძახება პირისპირ სასაუბროდ, ნაცვლად იმისა, რომ ყველა დამსწრესთან ერთად განიხილოს უმაღლესი პოზიციების საკითხი.
ამასთან, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა სულ უფრო ნერვიულობდა მიშელის რეალური დღის წესრიგის გამო.
„ბევრი წევრი ქვეყანა შეშფოთებულია, რომ შარლ მიშელი არ ითამაშებს კონსტრუქციულ როლს, არამედ განახორციელებს პირადი შურისძიების დღის წესრიგს”, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.
შესაბამისად, არსებული ვარაუდით, 17 ივნისსა და 27-28 ივნისს, ოფიციალური დისკუსიების დროს, ევროკავშირის 27 ლიდერი მაქსიმალურად ეცდება გვერდი აუაროს მიშელის დანიშვნას და ამის შესახებ დისკუსიას.