ისრაელის თავდაცვის ძალებში „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული ოთხი ისრაელელი მძევლის დაღუპვას ადასტურებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, 51, 79, 80 და 85 წლის მძევლები ისრაელის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ხან იუნისში დაიღუპნენ
„ჩვენი შეფასებით, ოთხივე მათგანი ხან იუნისში, „ჰამასის“ წინააღმდეგ ჩვენი ოპერაციის დროს დაიღუპა.
ისრაელის არმია მხარს უჭერს ყველა შეთანხმებას და უზრუნველყოფს ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.
ისრაელის ხელისუფლების ცნობით, „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმების დროს დაახლოებით 1 200 ადამიანი მოკლა და 251 მძევლად აიყვანა.