უკრაინა იტალიისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ დაადასტურა, რომ უკრაინა იტალიისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს, რომელიც SAMP/T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასაც მოიცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ანტონიო ტაიანის განცხადებით, იტალიის მთავრობა სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს.

„პაკეტის შემადგენლობა, როგორც წინა შემთხვევაში, კონფიდენციალური იქნება, მაგრამ, ცნობილია, რომ ჩვენ გავაგზავნით SAMP-T-ს, რომელიც არის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ანუ დაცვა, რომელიც თავად უკრაინამ გვთხოვა – ეს საიდუმლო არ არის“, – აღნიშნა ტაიანიმ.

როგორც მან აღნიშნა, იტალია უკრაინაში სამხედრო პერსონალს არ აგზავნის და არც იტალიური იარაღის გამოყენება შეუძლია უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები